პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ , შიდაპარტიულ საკითხებში დემოკრატიის ნაკლებობაა

არჩევნები კარგია, როცა ჯანსაღი ვითარებაა. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის დემოკრატიული პროცესები არ მიმდინარეობს პარტიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შიდაპარტიულ საკითხებში დემოკრატიის ნაკლებობაა.

„ჩვენი მხრიდან შეგნებულად არ ვიღებდით მონაწილეობას ამ არჩევნებში, რადგან მონაწილეობის შემთხვევაში დამატებითი დაპირისპირების კერები უნდა შექმნილიყო, რაც, საბოლოო ჯამში, უფრო დააზიანებდა ისედაც რთულ მდგომარეობას პარტიაში. მანამდე აღნიშნული არჩევნების გადადების შესახებ ოფიციალურად შეთავაზება გავაკეთეთ ახალ მენეჯმენტთან, თუმცა, სამწუხაროდ, მაინც ჩაატარეს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან აუცილებელი იყო, მეტი პასუხისმგებლობა გამოგვეჩინა, მეტი დაპირისპირების კერა არ შექმნილიყო. ზოგადად, არჩევნები კარგია, როცა ჯანსაღი ვითარებაა. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის დემოკრატიული პროცესები არ მიმდინარეობს პარტიაში, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაშია ვსაუბრობთ. არც ეს არჩევნები იქნებოდა გამონაკლისი. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შიდაპარტიული საკითხები მაინც გვერდზე გვაქვს გადადებული. როცა იქნება დრო, თავიდან მივუბრუნდებით ამ საკითხებს. თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებითაც ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონია. პირიქით, მივულოცეთ, წარმატებები ვუსურვეთ, მაგრამ მას შემდეგ პროცესები ისე დემოკრატიულად აღარ განვითარდა, როგორც უნდა განვითარებულიყო. ვგულისხმობ პოლიტსაბჭოს კომპლექტაციას. პოლიტსაბჭოს ბევრი წევრი ამოღებული იყო სიიდან, ასევე საკრებულოდან სიები ამოიღეს. ასე რომ, შიდაპარტიულ საკითხებში დემოკრატიის ნაკლებობაა, რასაც დავუბრუნდებით“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მან ჩრდილოვანი მმართველობის გავლენებზეც ისაუბრა.

„ზოგადად, ფაქტია, რომ დღეს პროცესები მათ მიერ იმართება. შესაბამისად, დიდი ალბათობით, კოორდინაციაში იქნებოდა თითოეული კანდიდატი ამ ჯგუფთან“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,690,551 ნახვა
%d bloggers like this: