საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. აღნიშნულმა ფაქტმა „ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი აღაშფოთა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ქართველო ხალხო,
ამ ნაგვებს საკუთარი შვილებისთვის კარგი უნდათ – პენსილვანიის უნივერსიტეტში ასწავლიან (სადაც ყველაზე დიდი LGBTQ ცენტრია და ტანსგენდერი პროფესორებიც ყავთ).
(სხვათაშორის “სატანისტი” ბენ ფრანკლინის დაფუძნებული უნია – ეს საერთო აქვს ფრანკლინს საქართველოსთან, პრემიერის ცოლი მილოცვებს იღებს რომ ამ კაცის სასწავლებელში ჩარიცხეს შვილი).
თქვენს შვილებს წირავენ ტულასთვის, სიღარიბისთვის, ძალადობისთვის, ჩამორჩენილობისთვის.
სწორედ ამათმა ოჯახებმა უნდა იწვნიონ ის, რაც სხვა ქართველი ბავშვებისთვის უნდათ!
არ უნდა მიიღონ დასავლეთში ვიზები მათ, ვისი მშობლებიც სხვა ქართველ ბავშვებს რუსეთისთვის, სიღარიბისთვის და ჩამორჩენილობისთვის წირავენ, ხოლო საკუთარს ამერიკაში აგზავნიან“,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.