პოლიტიკა

კახა კალაძე: პარტიული შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება, რათა მოვისმინოთ მათი მოსაზრებები და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველა ინფორმაცია

„ქართული ოცნების“ სამგორის, გლდანისა და მთაწმინდის ორგანიზაციების მიერ გამართულ კონფერენციებს პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე დაესწრო.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

„განვაგრძობთ პარტიულ შეხვედრებს, სადაც რაიონული პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს ავირჩევთ. ეს პროცესი გაგრძელდება და გვინდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რაიონში ჩავიდეთ და შევხვდეთ ჩვენს პარტიის წარმომადგენლებს. დღეს საუბარი გვექნება სხვადასხვა საკითხზე, გამოწვევაზე, რა არის გასაკეთებელი. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,206 ნახვა
%d bloggers like this: