უცხოური მედია

მამუკა მამულაშვილი ბახმუტზე: საკმაოდ დიდ ნაწილს რუსეთი ფლობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბოლომდე გადაცემულია რუსეთისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერსა” და რუსეთის არმიას უკრაინის ქალაქ ბახმუტის “აღება” მიულოცა. კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ბახმუტი საბჭოური  არტიომოვსკის სახელითაა მოხსენიებული, პუტინმა აღნიშნა, რომ ბრძოლა რუსეთის გამარჯვებით დასრულდა.

რუსული ძალების მიერ ქალაქ ბახმუტის დაკავებას არ ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტი. ბახმუტის დაკარგვას უარყოფს უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელიც. მამუკა მამულაშვილი ამ ინფორმაციას რუსული პროპაგანდის ნაწილს უწოდებს.

“მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, გარკვეულ ნაწილს, საკმაოდ დიდ ნაწილს რუსეთი ფლობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბახმუტი დაეცა ან ბოლომდე გადაცემულია რუსეთისთვის. ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდისტული მანქანაა, რომელიც ამას ავრცელებს. საკმაოდ რთული ბრძოლები მიმდინარეობს მაგ მიმართულებაზე, როგორც ყველა სხვა დანარჩენ მიმართულებაზე, უბრალოდ ბახმუტმა ბევრი ყურადღება მიიპყრო და რუსეთს ძალიან უნდოდა გამოყენება ამის საკუთარ პროპაგანდად პუტინის ბრიფინგისთვის. იმიტომ, რომ სტრატეგიულ ინტერესს ეს არ წარმოადგენს, ეს მონაკვეთი. მიმდინარეობს ჯერ კიდევ ბრძოლები, ასე რომ ლაპარაკი იმაზე, რომ ბახმუტი დაეცა, ძალიან ზედმეტია”, – ამბობს მამულაშვილი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,347 ნახვა
%d bloggers like this: