პოლიტიკა

მეგი გოცირიძე ოპოზიციის ლიდერებს: სანამ ჩემისთანებს მოთმინების ფიალა აგვვსებია და ჯორის კუდზე გამოგვიბიხართ, აზრზე მოდით

ყოფილი პარლამენტარი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე ოპოზიციის პასიურობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა.

„ნუთუ ვერ ვაცნობიერებთ, რომ თვეში ერთხელ შემოგდებულ ავანტიურას შეგნებულად გვიგდებს კრემლი? ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ არ იცის კრემლის ოცნებამ რას რა მოჰყვება, არ იცის ერთი და იგივე ხალხი რომ გამოვა, მალევე რომ დაიშლება, სახლში წავა და იქედან დააკვირდება მიშას წამებას, ფეისბუკს არ გასცდება მათი აჯანყება, არ იცის და ამიტომ არ გვიბედავს ამდენს? არ იცოდა, რომ ლაზარეს გამოსახსნელად სასამართლოზე მისვლა დაგვეზარებოდა, არ აქვს ნანახი მიშას პროცესები?

არც თავის მოტყუებას ვაპირებ და არც სხვებისთვის მოწოდებას, რომ გამოვიდნენ ერთი კონკრეტული თემის გასაპროტესტებლად, რადგან აზრს ვერ ვხედავ, ყველაფერი იქედან მოდის, პოლიტპატიმრების გამოსახსნელად რომ არ ვართ მთელს ქვეყანაში გაშლილები ყველა უწყების წინ!

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ახლა ზაფხული მოდის და დასასვენებლად წავლენ , “დაღლილი” ოპოლიდერები, იქედან თვეში ერთხელ პოსტს დადებენ , გარუჯულები შემოგვძახებენ, ჭკუას დაგვარიგებენ რა გვევალება, მერე დაგვიანონსებენ ცხელ შემოდგომას, მერე აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის განხილვაში შევლენ და ვინ იცის, ამასობაში , საშემოდგომო სესიაზე კიდევ რამდენი ოპოზიციონერი დეპუტატი მისცემს ხმასაც და ტ@@@@აც რუსულ ოცნებას…

მანამ, სანამ ჩემისთანებს მოთმინების ბოლო ძაფი გაგვწყვეტია, იმ ერთი წვეთითაც აგვვსებია მოთმინების ფიალა და ჯორის კუდზე გამოგვიბიხართ, აზრზე მოდით, ახალგაზრდა ვიყავი 9 აპრილსაც და ორივე რევოლუციის დროსაც, ოღონდ მარტო ჩვენ, ახალგაზრდები ვერაფერს ვიზამდით, ზურგში მშობლები, ბებია-ბაბუები რომ არ გვყოლოდა და ღირსეული ლიდერები, რაღა თქმა უნდა, ლიდერები-თავგანწირული ლიდერები, თავგანწირვა რა არის თუ არ იცით ან ვერ ხვდებით, საკუთარ მეხსიერებაში გადაახვიეთ დრო ან ისტორიულ პროცესებს გადახედეთ დოკუმენტურს და იმოქმედეთ, თავს ნუ იმასხარავებთ ნურც თქვენ , და ნურც მხარდამჭერებს გვამასხარავებთ, თქვენი მასხარაობით! ვისაც ბრძოლა არ შეგიძლიათ, ცირკში გადაინაცვლეთ, მშვენივრად გამოგდით, კლოუნადად აქციეთ პოლიტიკა!“,-წერს მეგი გოცირიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,227 ნახვა
%d bloggers like this: