პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის ემირმა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და კატარს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის პრიორიტეტია. გამოითქვა არსებული ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და გაძლიერების მზადყოფნა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში კატარელი ბიზნესმენების მხრიდან სხვადასხვა სფეროში ინვესტირებას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,161 ნახვა
%d bloggers like this: