პოლიტიკა

ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის

„საქართველოს მკაფიო და პრინციპული გზავნილია ყველას და პირველ რიგში ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ, რომ ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის.

ეს თავის მხრივ ეწინააღმდეგება გლობალური თუ რეგიონული ომის პარტიის პრაქტიკულად გაცხადებულ მიზანს საქართველოს ომში ჩართვის შესახებ.

სწორედ ამიტომ ტესტავენ ისინი აზრს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს პერსპექტივების შესახებ. თანაც, ბოლო დროის ყველაზე სპეკულაციური მესიჯით, – რომ თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობით დაბრუნების მიზანი “რუსული ნარატივია”.

ეს არის ქართული მიზანი და ეროვნული საქმე!

ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა!

გილოცავთ აფხაზეთობას!“🇬🇪”,-წერს მამუკა მდინარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,183 ნახვა
%d bloggers like this: