პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში სააკაშვილის პარტიაა, რომლის ქვეშაც არიან „გირჩიც“, „სტრატეგია აღმაშენებელიც“, „ლელოც“ და სხვა ჯგუფებიც

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები არიან უბრალოდ გაშლილი, როგორც ჩანს, ესეც ერთ-ერთი ტაქტიკური ნაწილია, რომ გაიყონ და დააბნიონ საზოგადოება, თითქოს ხდება გადახალისება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტია, რომლის ქვეშაც არის „ნაციონალური მოძრაობაც“, „გირჩიც“, „სტრატეგია აღმაშენებელიც“ და „ლელოც“.

„ჩვეულებრივი ტაქტიკაა „ნაციონალური მოძრაობის“, ე.წ. გაშლის ტაქტიკა, როდესაც ისინი თითქოს გადიან, ემიჯნებიან, იყოფიან, სინამდვილეში არიან ერთი ორგანიზმის ნაწილი. ასეთივე „ნაციონალური მოძრაობა“ არის დღეს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ასევე „სტრატეგია აღმაშენებელი“, არის ასევე „გირჩი“, არის „დროა“, ყველა ეს ადამიანი და ჯგუფები გახლავთ ე.წ. ყოფილი ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ და ყოფილები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არსებობენ. აქედან გამომდინარე, ამ მხრივ ლიდერებს რაც შეეხება, ისინი არიან უბრალოდ გაშლილი, როგორც ჩანს, ესეც ერთ-ერთი ტაქტიკური ნაწილია, რომ გაიყონ და დააბნიონ საზოგადოება, თითქოს ხდება გადახალისება. სინამდვილეში, ეს არის ერთი პარტია, მიხეილ სააკაშვილის პარტია, რომლის ქვეშ არის „ნაციონალური მოძრაობაც“, „გირჩიც“, „სტრატეგია აღმაშენებელიც“, სხვა ჯგუფებიც და ასევე „ლელოც“, სადაც ქალბატონი სალომე სამადაშვილი იმყოფება. რესურსი არის ის, რაც ჰქონდათ, ეს არის დაღმავალი ტენდენცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,040 ნახვა
%d bloggers like this: