ყოფილი დეპუტატი, „ნაცმოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ტვ პირველის ჟურნალისტი ეკითხება რუს კვარაცხელიას თუ რა დამსახურებისთვის აპირებს ღარიბაშვილის წარდგენას ნობელის პრემიაზე, და პასუხობს : “იმისათვის, რომ აი ამ წუთას რუსთაველზე ვდგავართ , ინტერვიუს იწერთ, მზიანი ამინდი რომ არის, ამისათვისაც ძალიან ბევრი იღვაწა პრემიერმა ღარიბაშვილმა”-ო.
სრული სერიოზულობით, ღრმა ბავშვობიდან მესმოდა მასზე, რომ მოღალატე იყო, ოღონდ ამ ინტერვიუს შემდგომ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ თუ სასწრაფოდ არ გამოფხეკს ლადო კახაძე ამ ბებერ მარაზმატიკს, ცოცხის ნარჩენი ჩახორცებას იწყებს. ძალიან ზემოთ არის უკვე პროცესი ასული და როგორც ჩანს , მალე ულუაშის ნაცვლად, ცოცხის ღერები დაეკონწიალება , ეს დააკონწიალოს ჭირმა“,-წერს მეგი გოცირიძე.
Facebook Comments Box