პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი-ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მოხდება 26 მაისს – ქალაქში არ დაიღვრება სისხლი, არავის სასიკვდილოდ არ გადაუვლის მანქანა და მეტროს თავზე არ დაალაგებენ “დენით” გარდაცვლილ ადამიანებს

“ამ დღეს ქვეყანაში პრიორიტეტული არა უკრაინის, არამედ საქართველოს ეროვნული სახელმწიფო დროშა იქნება. ხოლო წლევანდელი დღესასწაულის ოფიციალური თემატიკა – თავისუფლებაა.”- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც 26 მაისის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განმარტავს, რატომ აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა საზეიმო გაფორმებაში.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ სანერვიულო არაფერია – სახალხო დღესასწაული ჩატარდება, რომელშიც დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ლაქიები მონაწილეობას არ მიიღებენ.

“გენმოდიფიცირებულ უსამშობლოთა ლაქიებს ვერც ერთი ჩვენი განმარტება ვერც დააკმაყოფილებს და ვერც გადაარწმუნებს – მათ უბრძანეს “რუსულ პარანოიას” გადაყვნენ ბოლომდე, ფსიქიატრიულ აშლილობამდე. მე არ ვაპირებ მათ ამაში ხელი შევუშალო. მათ მორიგ რუსულ ფობიაზე ყველაზე ვრცელი განმარტება იხილეთ ლინკში. დანარჩენზე სანერვიულო არაფერია – სახალხო დღესასწაული ჩატარდება, რომელშიც დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ლაქიები მონაწილეობას არ მიიღებენ. დამოუკიდებელი საქართველო, მათთვის, როგორც ეშმაზე, საცეცხლურის კმევის ეფექტის ტოლფასია. ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მოხდება 26 მაისს – ქალაქში არ დაიღვრება სისხლი, არავის სასიკვდილოდ არ გადაუვლის მანქანა და მეტროს თავზე არ დაალაგებენ “დენით” გარდაცვლილ ადამიანებს. და ერთიც – ამ დღეს ქვეყანაში პრიორიტეტული არა უკრაინის, არამედ საქართველოს ეროვნული სახელმწიფო დროშა იქნება. ხოლო წლევანდელი დღესასწაულის ოფიციალური თემატიკა – თავისუფლებაა. მათ შორის აგენტოკრატებისა და მათი ლაქიებისაგან. fbclid=IwAR2kF”- წერს დავით ქართველიშვილი facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,403 ნახვა
%d bloggers like this: