სამართალი

ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო.

თბილისში, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო.

თვითმხილველების ინფორმაციით, სროლა ერთ-ერთი კაფეს ვერანდაზე მოხდა. ახალგაზრდა ბიჭმა 7-ჯერ გაისროლა.

სროლის შედეგად სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

თვითმხილველის თქმით, პირი რომელმაც გასროლა განახორციელა, შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

“სროლა მოხდა “სტრადას” ვერანდაზე. ვიღაცამ 7-ჯერ გაისროლა და გაიქცა. გასროლამდე ჩხუბი ან კამათი არ ყოფილა. ხალხი მაგიდის ქვეშ დაწვა.

შენიღბული არ იყო, გრძელი თმა ჰქონდა. პატარა ბიჭი იყო, 20 წლის ბიჭს ჰგავდა, შავგვრემანი ბიჭი იყო. შავი შარვალი და შავი მაისური ეცვა”, – განაცხადა თვითმხილველმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,347 ნახვა
%d bloggers like this: