პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე- ვერანაირ პოლიტიკურ ქულას ვერ დაიწერს ვერც ის და ვერც ისინი ვინც ამ მავნებლობაში აჰყვებიან. ეს ყველაფერი კი არჩევნებზე დაუბრუნდებათ მძიმე ბუმერანგად

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს, 26 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა მოაწყონ, მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი აჩვენონ და ასევე, უთხრან: “არა რუსულ მთავრობას”.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რა დონის მავნებელი უნდა იყო რომ ასეთ დღესასწაულზე მსგავს ხრიკებს მიმართო. მისივე თქმით, ვერანაირ პოლიტიკურ ქულას ვერ დაიწერს ვერც ის და ვერც ისინი ვინც ამ მავნებლობაში აჰყვებიან.

„რა დონის მავნებელი უნდა იყო, რომ ასეთ იაფფასიან და ბინძურ ხრიკებს მიმართო, პოლიტიკური ქულის დასაწერად (მისი ჭკუით!) ასეთი დღესასწაულის დღეს. სინამდვილეში ვერანაირ პოლიტიკურ ქულას ვერ დაიწერს ვერც ის და ვერც ისინი ვინც ამ მავნებლობაში აჰყვებიან. ეს ყველაფერი კი არჩევნებზე დაუბრუნდებათ მძიმე ბუმერანგად.“- წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,519 ნახვა
%d bloggers like this: