პოსტები სოციალური ქსელიდან

ზაალ ანჯაფარიძე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე – ვერანაირ პოლიტიკურ ქულას ვერ დაიწერს ვერც ის და ვერც ისინი, ვინც ამ მავნებლობაში აჰყვებიან

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს, 26 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა მოაწყონ, მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი აჩვენონ და ასევე, უთხრან: „არა რუსულ მთავრობას“.

ანალიტიკოსის თქმით, ასეთი დონის დღესასწაულზე მსგავსი ხრიკის გამოყენება მავნებლობაა.  

მისივე თქმით, ვერანაირ პოლიტიკურ ქულას ვერ დაიწერს ვერც მამუკა ხაზარაძე და ვერც ისინი, ვინც ხაზარაძეს ამ მავნებლობაში აჰყვებიან.

„რა დონის მავნებელი უნდა იყო, რომ ასეთ იაფფასიან და ბინძურ ხრიკებს მიმართო, პოლიტიკური ქულის დასაწერად (მისი ჭკუით!) ასეთი დღესასწაულის დღეს. სინამდვილეში ვერანაირ პოლიტიკურ ქულას ვერ დაიწერს ვერც ის და ვერც ისინი ვინც ამ მავნებლობაში აჰყვებიან. ეს ყველაფერი კი არჩევნებზე დაუბრუნდებათ მძიმე ბუმერანგად,“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუკზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,403 ნახვა
%d bloggers like this: