პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი-როდესაც 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის ოპოზიციას შევთავაზეთ მუშაობის ფორმატები, მათი ნაწილისგან მაშინვე მივიღეთ უარი, რომ არ ჩაერთვებოდნენ სამუშაო ჯგუფებში და ამაში ჩანს მათი სიყალბე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევის პროცესში ოპოზიციის ჩართულობაზე გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ „ოპოზიციის ქმედებები, დიდი ნაწილის ყოველ შემთხვევაში, თავიდანვე ცხადი იყო, პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ შესთავაზეს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი .

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა ოპოზიციიდან ძალიან ცოტამ მოახერხა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა მათი სიყალბე სწორედ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროსაც.

მისივე თქმით, ოპოზიციას ერთადერთი რამისთვის სჭირდება კანდიდატის სტატუსი, რამენაირად ეს საკითხი გამოიყენონ არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის და საზოგადოებაში ხმაურის შესაქმნელად.

„აპელირება იმაზე, რომ მათ [ოპოზიციას] სურთ ევროკავშირში წევრობა და ადარდებთ ეს საკითხი და კანდიდატის სტატუსი იქვე გამოჩნდა სიყალბე ამ ყველაფრის იმიტომ, რომ როგორ შეიძლება გულწრფელად გინდოდეს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებდე.

მარტივი რამ იყო გასაკეთებელი, ამას ითხოვდა ევროკავშირი ჩვენგან, რომ ერთად გვემუშავა იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც ევროკავშირმა მისცა საქართველოს. სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა ძალიან ცოტამ მოახერხა და ძალიან კარგად გამოჩნდა კიდევ ერთხელ ეს მათი სიყალბე სწორედ ამ არჩევის დროს, როდესაც ჩვენ ვირჩევდით საბჭოს წევრებს. ისინი იმდენად გაღიზიანდნენ, როცა შესაძლებლობა დაინახეს, რომ შესაძლოა ეს რეკომენდაციაც შეესრულებინა საქართველოს, დატოვეს დარბაზი და მაქსიმალურად ეცადნენ, ჩაეშალათ კენჭისყრა.

ეს არის პასუხი რეკომენდაციების შესრულებაზე, ეს არის პასუხი იმ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას ქვეყნისთვის, ევროკავშირში ინტეგრაციის გაგრძელებას და ევროკავშირში წევრობას. ფაქტია, კარგად ჩანს მათი განწყობები და სურვილები. მათ ერთადერთი რამისთვის სჭირდებათ კანდიდატის სტატუსი, რამენაირად ეს საკითხი გამოიყენონ არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის და საზოგადოებაში არა გაერთიანებისთვის, არამედ პირიქით, მეტი გაყოფის და მეტი ხმაურის შესაქმნელად და ქვეყნის დასაზიანებლად.“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,424 ნახვა
%d bloggers like this: