გიდების ასოციაციის წევრი, ფრილანსერი გიდი ქეთი ბურნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ კანონპროექტზე მუშაობა და რეკომენდაციების განხილვა გიდების დაუსწრებლად მიმდინარეობს.
ქეთი ბურნაძის თქმით, აუცილებელია, რომ გიდის სტატუსი მიენიჭოთ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, რათა ტურისტებს დაუმახინჯებელი ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე.
მისივე თქმით, საქართველოში გიდებად უკვე მუშაობენ რუსები, ბელარუსები, უკრაინელები, თურქები, ინდოელები, პოლონელები, ირანელები, იაპონელები და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებმაც არ იციან ქართული ენა, რაც ხშირად საფრთხის შემცველია.
ქეთი ბურნაძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ტურისტთა უსაფრთხოება სრულიად დარღვეულია, რაც სწორედ „ახლადგამომცხვარი გიდების“ საქმიანობას უკავშირდება.
„არ იციან ქართული ენა, ქვეყნის სპეციფიკა, კუთხური სამართალი, კუთხურად მიდგომის თემა, გზები, ლოკაციები და ა.შ“,-აცხადებს ქეთი ბურნაძე.
„ქვეყანაში ხილულ პროცესებთან ერთად არაჯანსაღი უხილავი პროცესები მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ისტორიას, კულტურას, თვითმყოფადობას, სტუმართმასპინძლობას – კულინარიას, ღვინოს, ხორბალს და მრავალ სხვას ეხება, რითიც ჩვენ გამორჩეულები ვართ სხვა მრავალ ერთაგან. საქმე ეხება გიდების საქმეს ( მოდით, ასე მოვნათლოთ ) გიდების, რომლებიც ქვეყნის ელჩები არიან და მასპინძლის სტატუსით სტუმრებს აცნობენ ქვეყანას,-
გახმაურდა და კარგიცაა, მაგრამ ნუ მოვიყურისძირებთ და ტემპს ნუ დავაგდებთ, კიდევაც ვილაპარაკოთ, რადგანაც მიდის კანონპროექტზე მუშაობა და რეკომენდაციების განხილვა გიდების დაუსწრებლად – მახინჯი ფორმით.
არავინ უსვამს ხაზს ქვეყნის მოქალაქე გიდების პრიორიტეტულობას და ერთადერთობას ამ საქმეში – არავინ ლაპარაკობს ექსპატთა ცუდ როლზე ტურიზმის სფეროში და მითუფრო, ბოლო დროს ამ სტატუსით ქვეყანაში მორონინე მომხდურთა ( არ აქვს მნიშვნელობა, სლავური წრმოშობისაა თუ არაბ-ინდუს- თურქ – ირანელი . . . სხვაც მრავალია) მიერ ისტორიის, კულტურის, ერის მენტალობის დამახინჯებას. . . . .
თან დაგვცინიან.. . . .
მოკლედ . . . . ქვეყანაში უნდა აიკრძალოს მომხდურ “გიდთა” თარეში – სტუმარმა სტუმრის სტატუსი შეინარჩუნოს, ჩვენ კი – ამ ქვეყნის მოქალაქეებს მოგვეცეს საშუალება ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც წლობით გვიკეთებია სიყვარულით, ცოდნით, რუდუნებით. . . . . .
ამის იმედს არ გვაძლევს კანონპროექტის ის მუშა ვერსია, რომელზეც მიდის ჩვენი იგნორირებით მსჯელობა !!! საქართველოს მოქალაქეები მაქსიმალურად გაწეულნი ვართ და ეს კანონი ნებისმიერს მისცემს იმის უფლებას, კიდევაც დაგვცინონ. . . . . .
მთელი მსოფლიო თითქმის ჩვენ დავასაქმეთ ამ სამ კვადრატულ საქართველოში და ახლა ჩვენს თავზეც ნუ მოვასაქმებინებთ. . .“,-წერს ქეთი ბურნაძე.