ხელოვნება და კულტურა

საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ მირიან კულულაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) თავმჯდომარის მოადგილემ მირიან კულულაშვილმა თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომა სავარაუდოდ უკავშირდება ბოლოდროინდელ კორუფციულ სკანდალს და აუდიტის დასკვნას, რომელშიც სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი.

სააგენტო Pia.ge მირიან კულულაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა აუდიტის დასკვნას, ამაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა და უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა აუდიტის დასკვნას, მირიან კულულაშვილმა უპასუხა:

„კი, მაგრამ არ მსურს კომენტარის გაკეთება, რომ მნდომებოდა საჯაროდ განვაცხადებდი, რასაც ჩავთვლი საჯაროდ სათქმელად, ვიტყვი საჯაროდ“, – აღნიშნა კულულაშვილმა.

pia.ge

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,405,688 ნახვა
%d bloggers like this: