კრიმინალი

ხელვაჩაურში ძმის მკვლელობის ბრალდებით 35 წლამდე კაცი დააკავეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ძმის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავეს. მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმა – 1993 წელს დაბადებული რ.ლ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში. 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,405,688 ნახვა
%d bloggers like this: