უცხოური მედია

აშშ-ში, სკოლის მოსწავლეების მშობლები პრაიდის აქციაზე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთი სკოლის მშობლები, რომელთა ნაწილი პრაიდის აქციის მომხრე იყო, მეორე კი- მოწინააღმდეგე, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ორივე ჯგუფის მონაწილე ასობით ადამიანი ქუჩაში იმ მიზეზით გამოვიდა, რომ ადგილობრივ დაწყებით სკოლაში „პრაიდის თვე“ იმართება. 

მშობელთა ერთი ჯგუფი პრაიდის წინააღმდეგია, მათ სკოლას ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან მიაჩნიათ, რომ მსგავსი „სწავლება“ პროპაგანდაა და ბავშვებისთვის შეუფერებელია.  დემონსტრანტების მეორე ნაწილი კი აცხადებდა, რომ ბავშვებს აქვთ უფლება, იცოდნენ ერთნაირსქესიანთა ოჯახების შესახებ.

როდესაც პროტესტის მონაწილეებს შორის ჩხუბი ატყდა, საქმეში პოლიცია ჩაერთო. ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაშავდა.

სკოლის დირექტორმა  BBC-ის განუცხადა, რომ დაწყებით სკოლაში აპირებდნენ მოსწავლეებისთვის წაეკითხათ წიგნი ბავშვებზე, რომლებსაც ორი დედა და ორი მამა ჰყავთ. კრებაში მონაწილეობდა  LGBTQ ცენტრის ხელმძღვანელი რენატო ლირა, რომელმაც გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ ბავშვებს ძალიან მოეწონათ ღონისძიება, სადაც პედაგოგებმა წაუკითხეს ერთნაირსქესიანი მშობლების შესახებ დაწერილი წიგნი. 

„ვცდილობდით ბავშვებისთვის გვეჩვენებინა ჩვენი სიყვარული და ერთიანობა“,-განაცხადა ლგბტq ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ღონისძიების მოწინააღმდეგე მშობლებს მათი დაშინება უნდათ. 

პრაიდის ბოიკოტი სეოციალურ ქსელში დაიგეგმა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი არ გამოდიან ლგბტq ადამიანების წინააღმდეგ. მათი მიზანია, მასწავლებლებმა თავი დაანებონ მათ შვილებს და ნუ ეწევიან ერთნაირსქესიანთა ქორწინების პროპაგანდას. მათ მიაჩნიათ, რომ  პატარებთან სექსზე საუბარი მხოლოდ პედოფილებს შეუძლიათ და არა ნორმალურ ხალხს. მშობელთა ნაწილი ამბობს, რომ სკოლაში LGBT პრობლემების სწავლება მშობლების თანხმობით უნდა მოხდეს.

BBC წერს, რომ აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური შტატის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ქალაქის სკოლა სხვადასხვა კულტურათა  ბრძოლის ველად გადაიქცა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,405,553 ნახვა
%d bloggers like this: