4 ივნისს ბათუმის ხელოვნების სკოლის საგამოფენო დარბაზში, გაცვლითი გამოფენის ფარგლებში გაიხსნა თანამედროვე თურქი მხატვრების ჯგუფური გამოფენა. გამოფენის გახსნას დაესწრნენ აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და თურქეთიდან ჩამოსული სტუმრები.
ორი ქვეყნის მეგობრობის, ასევე ქართული კულტურის გატანისა და პოპულარიზაციის მიზნით, ივლისში თურქეთში, აკჩააბათის მერიის საგამოფენო დარბაზში მოეწყობა ბათუმელ მხატვართა ჯგუფური გამოფენა.
ბათუმის სკოლის საგამოფენო დარბაზში გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ: აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე და კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა, აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ფუტკარაძე, ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან აკჩააბათის მერი ოსმან ნური ექიმი, აკჩააბათის კულტურის განყოფილების უფროსი თურჰან ბეკტაშოღლუ და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში რიზა ილმაზი.
გამოფენის ორგანიზატორია აჭარის მხატვართა კავშირის საბჭოს წევრი, არტ ექსპოზიციონერი ზურაბ კოჩალიძე, რომელსაც ღონისძიების ჩატარებაში მხარი დაუჭირა ექრემ კუთლუმ რაიფ კამილოღლუმ, გურამ ფუტკარაძემ.
საგამოფენო დარბაზის დიზაინზე იზრუნა ბათუმელმა მხატვარ-დიზაინერმა ქეთევან ბოლქვაძემ.




