ეკონომიკა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება სანქციის დაწესებას ნიშნავს და „საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციის შემოღებას“

არ ვაპირებთ სავიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას, იქიდან გამომდინარე, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება ნიშნავს [რუსეთის მიმართ] სანქციის შემოღებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციის შემოღებას არ აპირებს.

„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს – ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ამ საკითხის გადახედვას, იქიდან გამომდინარე, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება ნიშნავს სანქციის შემოღებას და საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციის შემოღებას,“ -განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,405,688 ნახვა
%d bloggers like this: