ხერსონის ოლქში მძიმე ვითარებაა.
მოვლენების ეპიცენტრი ქალაქის კახოვკაა, სადაც რუსულმა არმიამ ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური ააფეთქა.
სარაკეტო იერიშის დროს სადგურის კაშხალი დაზიანდა, რამაც დატბორვის დიდი საფრთხე გააჩინა. სახიფათო ტერიტორიებიდან და ქალაქებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დილიდან დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, წყალი კრიტიკულ დონეს მალე მიაღწევს.
ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ახლა მოქმედება წყალში ჩატოვებულმა ნაღმებმა დაიწყეს. ოფიციალური კიევი ვარაუდობს, რომ ჰესის აფეთქება დისტანციურად, წინასწარ ჩამონტაჟებული ნაღმის მეშვეობით მოხდა, კრემლი კი აფეთქებასთან კავშირს უარყოფს.
პარალეურად წყლის დონე ყოველწუთიერად იმატებს და რამდენიმე ქალაქი სრულად დატბორვის საფრთხის წინაშეა. ტერიტორიიდან ჯერჯერობით მხოლოდ 1000-მდე ადამიანის ევაკუირება მოხერხდა.