პოლიტიკა

მეგობრებო, ჩვენი მხარდამჭერიც რომ არ იყოთ, თუ თქვენი პარტიის განძრევა გინდათ, შემდეგ კვლევაში „ევროპული საქართველო“ დაასახელეთ

„ევროპული საქართველოს“ წევრი ტამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მეგობრებს ურჩევს, შემდეგ კვლევაში, „ევროპულ საქართველოს“ მხარდაჭერა დააფიქსირონ, თუნდაც სხვა პარტიის მხარდამჭერები იყვნენ.

„მეგობრებო, ვინც ამჩნევთ, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ბევრი პროდუქტი გვაქვს უკვე – რაც უშუალოდ მოქალაქეებისთვის ძვირფასს ეხება და არა პოლიტიკოსების ცოცვას, ერთი იდეა მაქვს.

ჩვენი მხარდამჭერიც რომ არ იყოთ, თუ თქვენი მხარდაჭერილი პარტიის განძრევა გინდათ, შემდეგ კვლევაში ევროპული საქართველო დაასახელეთ .

ჩვენი პოლიტიკური ველი იდეურად ბანკროტია და წამხედურობით სულდგმულობს.

თუ დაინახავენ რომ ჩვენს შრომას შედეგი მოაქვს და წარმატებას განაპირობებს, მოგვბაძავენ და ამოძრავდებიან.

მართლა.

აი სცადეთ და ეგებ რომელიმე შემდეგ კვლევაში 3-4 პროცენტამდე ავიდეთ .

მერე ერთად დავაკვირდეთ, სხვები რას იზამენ!

ახლა პარტიები იმიტომ არ შრომობენ, რომ ფიქრობენ შრომას შედეგი არ მოაქვს.

დაანახეთ შრომის შედეგი და აფუსფუსდებიან თავიანთი გაქანების ფარგლებში“,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,405,634 ნახვა
%d bloggers like this: