ჩემს სოფელში, საიდანაც ვარ წარმოშობით, კარგი ხალხი ცხოვრობდა, მორწმუნე და მშრომელი.
ორი ქალი იყო თითით საჩვენებელი, ერთს ვაგზლის ბოზს ეძახდნენ, ხოლო მეორე ბავშვებს აჩენდა და ყიდდა.
იყო კიდევ ასეთი -გიჟი გივია, ფოკუსების კეთება ჰქონდა ამოჩემებული.
ახლაც მახსოვს ჩემი ბავშვური გაოგნება, როდესაც ეს ამბები მესმოდა, ცხონებული ბაბუაჩემი ამ ქალებს კარ-მიდამოს არ აკარებდა-წამიბილწავენო და მეცოდებოდა.
გიჟ გივიას კი დააპურებდა ხოლმე, თუმცა ფოკუსებს არ აკეთებინებდა-რამე არ გამიტეხო მანდ, არ მინდა შენი ფოკუსები, ჭამე საჭმელიო.
სწორედ ასეთი ვაგზლის ბოზები, საკუთარი ბავშვებით მოვაჭრეები და გიჟი ფოკუსნიკები შეარჩიეს მთელი საქართველოდან, დაატრენინგეს, დაგრანტეს, თავზე დაგვასვეს და გვეუბნებიან , რომ ესენი არიან ქართული საზოგადოება.
მათგან, გამორჩეული იგავმიუწვდომელი ხურუშიანები კი, ვარსკვლავებად გამოაცხადეს და სამაგალითოდ დასახეს.
სხვათა შორის, იმუშავა.
ჩემი სოფლიდან ზოგს ქალიშვილები გაუმიშისტდა, პირდაპირ ყეფენ და იკბინებიან მიშასათვის, ხოლო შთამომავლობა იძახის, რომ love is love და საყურეები ყველა შესაძლებელ ადგილზე უკეთიათ, ხოლო კოჭიბროლობას ამოკვანტრული და მოკლე შარვლებით უსვამენ ხაზს, შეღებილ თმებთან შეხამებაში ეს საოცრად ესთეტიურად გამოიყურება, ნამდვილი ბალენსიაგაა.
ახლა ვნახე ეს შაბაში, მართალი იყო ბაბუაჩემი, სულ წაბილწეს ყველაფერი ამ შეჩვენებულებმა, ძალიან სიმპათიურად მეჩვენებიან ის ვაგზლის ბოზი და საკუთარი შვილებით მოვაჭრე ამათთან ᲨედარებიᲗ.
გიჟ გივიაზე რომ არაფერი ვთქვათ,- წერს სოსო მანჯავიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.