პოლიტიკა

ჰესის აფეთქების შედეგად, კახოვკაში რამდენიმე სოფელი ჩაიძირა, არიან დაკარგულები

კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიკარგა, მოვარდნილმა წყალმა ერთი სოფელი მთლიანად ჩაიტანა, სამი დასახლებული პუნქტი კი, სახლების სახურავებამდე წყალშია,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. მათივე თქმით, რეგიონში საგანგებო სიტუაცია მოქმედებს.

დაკარგული ადამიანები შესაძლოა, წარმოქმნილ კუნძულებზე იყვნენ, ამბობს ხერსონის ოლქის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ სალდო. მისივე თქმით, თუ ვინმე ამ კუნძულებზე გადარჩა, მათ უახლოეს დროში მიაკითხავენ. სალდო აცხადებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა იმიტომ არ არის დიდი, რომ კაშხალი უცბად არ ჩამონგრეულა. 

კახოვკის ჰიდროელექტროსადგური 6 ივნისის ღამე ჩამოინგრა. რუსეთი აცხადებს, რომ ჰესი უკრაინულმა მხარემ დაბომბა, კიევი კი, მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,405,688 ნახვა
%d bloggers like this: