კანადის ტყეებში ხანძრებისგან გამოწვეულმა მძიმე სმოგმა ნიუ -იორკამდე მიაღწია. სქელი ნისლის გამო, აშშ-ს უმსხვილეს მეგაპოლისში ჰაერის ხარისხი სახიფათო დონემდე დაეცა: მსოფლიო ანტირეიტინგში ამ მაჩვენებლით ქალაქმა მეორე ადგილი დაიკავა ინდოეთის ქალაქ დელის შემდეგ.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ ღია სივრცეში ყოფნას. კოვიდპანდემიის დასრულების შემდეგ, მოსახლეობის ნაწილმა კვლავ ნიღბებით სიარული დაიწყო.
Facebook Comments Box