ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ ირანი რუსეთს საბრძოლო მასალის მიწოდებაში დასდო ბრალი.
„ირანი აწვდის რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალის ნაკადს, რომელიც გამოიყენება უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად“, – აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დიპლომატის თქმით, ირანს სანაცვლოდ რუსეთიც ეხმარება.
„ირანს რუსეთიც ეხმარება სამხედრო ტექნოლოგიებით, ფინანსური მხარდაჭერით და რჩევებით, რომლის გამოყენებაც რეჟიმს ახლო აღმოსავლეთში ჩვენი პარტნიორების დასაშინებლად და პროტესტის ჩასახშობად შეუძლია“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
კლევერლიმ აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა პარტნიორებთან ერთად უკვე დააწესა სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელნი არიან იარაღით ვაჭრობაზე.
Facebook Comments Box