უცხოური მედია

თელ-ავივში ლგბტ მსვლელობაში 150 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

ისრაელის უდიდეს ქალაქში, თელ-ავივში „ღირსების აღლუმი“ გაიმართა. ის ლგბტ საზოგადოების მიერ იყო მოწყობილი და მასში 150 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

ეს ყველაზე დიდი მსგავსი მოვლენაა ახლო აღმოსავლეთში, ღონისძიებაზე ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ. ღონისძიება 8-9 ივნისს იმართება.

ლგბტ მსვლელობა ისრაელში სასამართლო რეფორმის პარალელურად გაიმართა. ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები შიშობენ, რომ ბინიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ შეთავაზებული რეფორმები მათ უფლებებს ემუქრება. ისრაელის მთავრობის რამდენიმე წევრი აშკარა ჰომოფობიურ პოზიციებზე დგას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,405,664 ნახვა
%d bloggers like this: