ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ ბათუმმა მიიღო ეს პრესტიჟული ჯილდო საჯარო ინფრასტრუქტურის კატეგორიაში – ჩვენი სტადიონი, რომელიც ყველას ძალიან მოგვწონს და ვამაყობთ, კიდევ ერთხელ შეფასდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული და საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტი, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომელიც მაიამიში იმყოფება.
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლოა, ამავე დროს არის ძალიან დიდი მოტივი და სტიმული, რომ კიდევ უფრო მეტი და ეფექტიანი მშენებლობა განვახორციელოთ“, – აღნიშნა რიჟვაძემ.
ბათუმის სტადიონმა მაიამიში, FIABCI-ს ოსკარად წოდებულ უძრავი ქონების მსოფლიო დაჯილდოებაზე საჯარო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
Facebook Comments Box