საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გერმანიის კანცლერს შეხვდება. ეს ბოლო 10 თვის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის მესამე აუდიენციაა.
გერმანიის კანცლერის ოფისის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება მიმდინარე საერთაშორისო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებზე, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის თემებზე.
ცნობილია გერმანიის პოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვანი და პოზიტიურია.
ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში გუშინ დაიწყო. დახვედრის ცერემონია ვილი ბრანდტის სახელობის სამხედრო აეროპორტში შედგა.
Facebook Comments Box