უცხოური მედია

CNN: უკრაინულმა ძალებმა ძლიერი წინააღმდეგობა და დანაკარგები განიცადეს რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევის მცდელობისას

ბოლო დღეებში რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევის პირველი მცდელობისას უკრაინულმა ძალებმა მძიმე ტექნიკისა და ჯარისკაცების დანაკარგები განიცადეს, ვინაიდან რუსეთის ძალების მხრიდან მოსალოდნელზე მეტ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანია CNN-ი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა დანაკარგებს მნიშვნელოვანი უწოდა.

CNN-ი წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა მოახერხეს აღმოსავლეთით [ბახმუტის რაიონში] რუსული ძალების ნაწილის განდევნა, თუმცა, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით, ყუმბარმტყორცნებითა და ნაღმტყორცნებით შეიარაღებული რუსები მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ.

ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დანაკარგები გავლენას არ მოახდენს უკრაინის უფრო ფართო კონტრშეტევაზე.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,405,688 ნახვა
%d bloggers like this: