პოლიტიკა

პეტერ ფიშერი – გერმანიას სურს, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს

ვფიქრობ, არსებობს კარგი შანსები, ერთად თუ ვიმუშავებთ და განვაგრძობთ 12 პუნქტის შესრულებას, გერმანიას სურს, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განუცხადა, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე.

„პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი პარასკევს იმყოფებოდა ბერლინში. მას ჰქონდა ძალიან დატვირთული შეხვედრა კანცლერ შოლცთან. მათ, რა თქმა უნდა, ისაუბრეს ზოგად საერთაშორისო სიტუაციაზე, ასევე, იმ რისკებზე, რაც შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთის აგრესიამ უკრაინაში და ამის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის. კანცლერმა უთხრა პრემიერ-მინისტრს, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე. უთხრა ისიც, რომ ვუყურებთ 12 პრიორიტეტს, გვინდა, დავინახოთ მკაფიო ნიშნები იმისა, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ყველაფერს, რაც ევროკავშირს სჭირდება. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს ასეა. ვფიქრობ, არსებობს კარგი შანსები, თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და განვაგრძობთ 12 პუნქტის შესრულებას. გერმანიას სურს, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

ელჩს ასევე კითხვა დაუსვეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხზე ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში.

„ევროკავშირში წევრიანდება არა მთავრობა, არა ოპოზიცია, არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არა ინდივიდუალური მოქალაქე, არამედ მთელი ქვეყანა. ამიტომ ჩვენ მართლაც გვაქვს იმედი, რომ ქართველები იმუშავებენ ერთად, რათა შესრულდეს 12 პრიორიტეტი. გაწევრიანდება ქვეყანა და არა ცალკეული ნაწილები“, – განაცხადა ელჩმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,900 ნახვა