პოლიტიკა

პოლარიზაციას სჭირდება ოპოზიციაში რადიკალიზმის შემცირება, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება

პოლარიზაცია არის პრობლემური პუნქტი. პოლარიზაცია რეფორმებით ვერ დასრულდება, მას სჭირდება რადიკალიზმის შემცირება ოპოზიციაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ მიმართულებით ოპოზიციის მხრიდან ნაბიჯები არ იდგმება.

ამასთან, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ასრულებს ყველა პუნქტს, რაზეც მას ეკისრება პასუხისმგებლობა.

„ყველა თემასთან დაკავშირებით გვაქვს მყარი პოზიციები. ივნისის ბოლომდე დასრულება მუშაობა თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პოლარიზაცია არის პრობლემური პუნქტი. პოლარიზაცია რეფორმებით ვერ დასრულდება, პოლარიზაციას სჭირდება რადიკალიზმის შემცირება ოპოზიციაში. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ იდგმება. რაც შეეხება იმ პუნქტებს, რაზეც ჩვენ გვეკისრება პასუხიმგებლობა, ეს არის რეფორმები, თანამდებობის პირთა არჩევა. ჩვენ ყველა შესაბამისი პუნქტი სათანადოდ შევასრულეთ ან შევასრულებთ ივნისის ბოლომდე. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მუდმივად ვუზიარებთ ინფორმაციას რეფორმების განხორციელების მიმდინარეობაზე. შესაბამისად, ჩვენ ვართ პირნათელი რეფორმების განხორციელების კუთხით და მეორე – ინფორმირებაც, რა თქმა უნდა, არის უზრუნველყოფილი, ჩვენი პარტიორების ფართო ინფორმირება ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამას ვაკეთებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,881 ნახვა