უცხოური მედია

რუსეთის არმიაში დივერსიები გახშირდა – უკრაინის გენშტაბი

რუსეთის ჯარში ბრძანებების შეუსრულებლობის და დივერსიის შემთხვევები გახშირდა, – ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით იუწყება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეჯამების თანახმად, მობილიზებულ რუსებს შორის გაიზარდა ბრძანებების შეუსრულებლობის, დივერსიის, და დეზერტირების შემთხვევები. ეს განპირობებულია – რუსეთის ჯარში სამხედრო სამსახურის ვადებთან დაკავშირებით სამართლებრივი რეგულაციების არარსებობის, პანიკის გავრცელების და ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი მიღწევების ნაკლებობით.

ამავე ცნობით, აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ფორმირებებისა და სამხედრო ნაწილების მეთაურებს ევალებათ გამოავლინონ ასეთი პირები და გაგზავნონ ფრონტზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,101 ნახვა