უცხოური მედია

სოროსის იმპერიას მისი შვილი უხელმძღვანელებს, რომელსაც ყველაზე მეტად ტრამპის დაბრუნების ეშინია

ამერიკელი ფინანსისტი, ინვესტორი და მილიარდერი ჯორჯ სოროსი თავის 25-მილიარდიან საფონდო იმპერიაზე კონტროლს თავის შვილს, ალექსანდრს გადასცემს. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal იუწყება და 37 წლის ალექს სოროსს „თვითგამოცხადებულ მემარცხენეცენტრისტულ მოაზროვნედ“ მოიხსენიებს.

დეკემბერში, გაზეთის ცნობით, ჯორჯ სოროსის ფონდ „ღია საზოგადოების“ დირექტორთა საბჭომ ალექს სოროსი თავმჯდომარედ აირჩია. ის ოჯახის ერთადერთი წევრია საინვესტიციო კომიტეტში, რომელიც Soros Fund Management-ს აკონტროლებს. აღნიშნული ფირმა სოროსის ფონდის და ოჯახის ფინანსებით არის დაკავებული.

მილიარდერის წარმომადგენლის თქმით, ფონდის დიდი ნაწილი- 25 მილიარდი დოლარი უახლოეს ხანში გადაეცემა ფონდ „ღია საზოგადოებას“.

სოროს-უმცროსი აცხადებს, რომ ის მამაზე უფრო აქტიურია პოლიტიკურად. ალექსი უკვე შეხვდა ბრაზილიის პრეზიდენტს და კანადის პრემიერს. 

ალექს სოროსი ამბობს, რომ მას ეშინია თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების. 

„არ მინდოდა პოლიტიკასთან შეხება, მაგრამ სანამ ამ საქმით სხვა მხარე არის დაკავებული, ჩვენც მოგვიწევს ამის კეთება“,-განაცხადა სოროსის ბაჟმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,027 ნახვა