სოციალური ქსელები და მედია

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რომლითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ვალდებულება ექნება, ბიუჯეტის არანაკლებ ათი პროცენტი სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის მიმართულებით დახარჯოს

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ვალდებულება ექნება, ბიუჯეტის არანაკლებ ათი პროცენტი სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის მიმართულებით დახარჯოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში საინტერესო სიახლე გვაქვს, საზოგადოებისთვის რომ ცნობილი იყოს. გარდა იმ დათქმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან 15 პროცენტი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა მოხმარდეს; შემდეგ წელს ეს იქნება 16 და იმის შემდეგ წელს 17 პროცენტი. ამ დათქმის გარდა, არის ძალიან საინტერესო და, ჩემი აზრით, ძალიან კარგი სიახლე სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმებთან დაკავშირებით. საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება ვალდებულება, ბიუჯეტის არანაკლებ ათი პროცენტისა დახარჯოს სატელევიზიო დოკუმენტალისტიკასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს იქნება უდიდესი სტიმული სფეროსთვის და უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, ამიტომ ჩვენ ამ დათქმას მხარს დავუჭერთ. ასევე, არის სხვა საკითხები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ პრინციპების დონზეზე ცვლილებების მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა და კანონპროექტი კენჭისყრაზე მომდევნო სასესიო კვირაში შევა.

კანონპროექტის წარმდგენი რატი იონათამიშვილია.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტის ბიუროს 22 მაისს წარედგინა, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბიუჯეტის არანაკლებ ათი პროცენტი ქართული მხატვრული, დოკუმენტური ტელეფილმებისა და სერიალების დაფინანსებაზე უნდა მიმართოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,891 ნახვა