უცხოური მედია

მაშველი ხურგადაში მომხდარ ტრაგედიაზე: ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ვარ. მას შემ­დეგ არ მძი­ნე­ბია და ნორ­მა­ლუ­რად ვერ ვაზ­როვ­ნებ

8 ივ­ნისს, ეგ­ვიპ­ტე­ში, ჰურ­გა­დის ტუ­რის­ტულ სა­ნა­პი­რო ზოლ­ში 23 წლის რუსი ტუ­რის­ტი ვლა­დი­მერ პო­პო­ვი ზვი­გენ­მა შე­ჭა­მა. იმ დღეს ბიჭი სა­ნა­პი­რო­ზე მა­მას­თან და შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად მი­ვი­და. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად მოხ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, 20 წამ­ში… მაშ­ვე­ლე­ბის თქმით, მათ ახალ­გაზ­რდის­კენ მა­შინ­ვე გა­ცუ­რეს, რო­დე­საც ყვი­რი­ლი გა­ის­მა, მაგ­რამ დახ­მა­რე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ტრა­გე­დი­ას 23 წლის მაშ­ვე­ლი მო­ჰა­მე­დი შე­ეს­წრო. ხუთ­შა­ბათს ის კო­ლე­გებ­თან ერ­თად სა­ნა­პი­რო­ზე მო­რი­გე­ობ­და. მისი თქმით, იმ დღეს სა­ცუ­რაო პი­რო­ბე­ბი იდე­ა­ლუ­რი იყო.

“რო­დე­საც მის­კენ მივ­ცუ­რავ­დი, წყა­ლი წით­ლად შე­ი­ღე­ბა. მერე და­ვი­ნა­ხე, რომ მას ხელი აღარ ჰქონ­და. შემ­დეგ კი ზვი­გე­ნი გა­მოჩ­ნდა. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდე­ბო­და. იქვე ახ­ლოს ქალი ცუ­რავ­და. მისი ნავ­ში ჩას­მა და ნა­პირ­ზე გა­მოყ­ვა­ნა მო­ვა­ხერ­ხეთ, შემ­დეგ კი ისევ გავ­ცუ­რეთ მა­მა­კა­ცის­კენ. ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ვარ. მას შემ­დეგ არ მძი­ნე­ბია და ნორ­მა­ლუ­რად ვერ ვაზ­როვ­ნებ, ”- იხ­სე­ნებს მაშ­ვე­ლი.

ად­გილ­ზე დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მაშ­ველს ზვი­გე­ნი აღარ დახ­ვედ­რია, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ზვი­გე­ნი და­ი­ჭი­რეს. 

“თავ­და­პირ­ვე­ლად გვე­გო­ნა, რომ ორ­სუ­ლი მდედ­რი ზვი­გე­ნი იყო, რად­გან მას უზარ­მა­ზა­რი მუ­ცე­ლი ჰქონ­და. რო­დე­საც გავკვე­თეთ, შიგ­ნით გარ­დაც­ვლი­ლის თავი და ხელი ვი­პო­ვეთ”, – გა­ნა­ცხა­დეს მე­დი­ას­თან მე­თევ­ზე­ებ­მა.

ზვი­გე­ნი ორმა ად­გი­ლობ­რივ­მა მე­თევ­ზემ ბა­დით და­ი­ჭი­რა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ჰა­მი­დი მე­დი­ას­თან ჰყვე­ბა, რომ მტა­ცებ­ლის ნა­პირ­ზე გა­მოყ­ვა­ნა­ში 15 ადა­მი­ა­ნი და­ეხ­მა­რა.

ვლა­დი­მერ პო­პო­ვის მამა აღი­ა­რებს, რომ მისი შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რის სარა მე­რეშ­კო­ვას თქმით კი, ინ­ცი­დენ­ტი ნა­პი­რი­დან 30 მეტრში მოხ­და და ეს იყო ცურ­ვის­თვის ნე­ბა­დარ­თუ­ლი ზონა. იქვე იყო წყლის ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი, სა­დაც ბავ­შვე­ბი მშობ­ლებ­თან ერ­თად თა­მა­შობ­დნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხდარ­ში თა­ვად ტუ­რის­ტე­ბი არი­ან დამ­ნა­შა­ვე, რად­გან თევ­ზის გა­მოკ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ეს იზი­დავს დიდ მტა­ცებ­ლებს.

მომ­ხდა­რი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ეგ­ვიპ­ტის კუ­რორ­ტე­ბი, ჰურ­გა­და და შარმ ელ-შე­ი­ხი, წლე­ბია რაც რუ­სე­ბის­თვის დას­ვე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი ად­გი­ლია. მათ დიდი არ­ჩე­ვა­ნი აღარც აქვთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის შემ­დეგ.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვლა­დი­მერ პო­პო­ვი მა­მას­თან ერ­თად ზღვა­ზე ის­ვე­ნებ­და სას­ტუმ­რო Dream Beach-ის სა­ნა­პი­რო­ზე. ინ­ცი­დენ­ტის დროს და­ზა­რა­ლე­ბულ­თან ახ­ლოს არა­ვინ იყო. მის გვერ­დით კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა ქალი ცუ­რავ­და, რო­მე­ლიც სიკ­ვდილს მაშ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­და­ურ­ჩა.

სა­ნა­პი­როს გას­წვრივ წყალ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, მათ შო­რის ბავ­შვე­ბიც. ისი­ნი მთე­ლი ძა­ლით გა­მორ­ბოდ­ნენ ნა­პი­რის­კენ. “გა­მო­ცუ­რეთ უფრო სწრა­ფად. უფრო სწრა­ფად!” – უყ­ვი­რო­და მათ ხალ­ხი ნა­პი­რი­დან. ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რომ მაშ­ვე­ლებ­მა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდის გა­და­სარ­ჩე­ნად ეს საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა.

პო­პო­ვის მამა ეგ­ვიპ­ტე­ში შვი­ლის ცხედ­რის კრე­მა­ცი­ას აპი­რებს და მისი ფერ­ფლის რუ­სეთ­ში გა­და­ტა­ნას გეგ­მავს…

რო­გორ ეხ­მა­უ­რე­ბა მომ­ხდარს ეგ­ვიპ­ტუ­რი მე­დია

ეგ­ვიპ­ტე­ში წი­თელ ზღვა­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნას, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს. ეგ­ვიპ­ტუ­რი წამ­ყვა­ნი გა­ზე­თე­ბის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ეს თემა პირ­ველ გვერ­დებ­ზეც კი არ გა­სუ­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტებს იშ­ვე­ლი­ე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ამე­რი­კა­სა და ავ­სტრა­ლი­ა­ში სი­ტუ­ა­ცია ბევ­რად უა­რე­სია, ვიდ­რე ეგ­ვიპ­ტე­ში. არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ მომ­ხდა­რა…

საქ­მე ისაა, რომ მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­სად­მი ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბა ეგ­ვიპ­ტის მთავ­რო­ბას არ აწყობს, რად­გან შე­საძ­ლოა, ამ შემ­თხვე­ვის გამო, ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი ჩა­ვარ­დეს, რაც ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა.

თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მათი აზ­რით, ტუ­რიზ­მის სა­მი­ნის­ტრო თა­ვის ფუნ­ქცი­ას სა­თა­ნა­დოდ ვერ ას­რუ­ლებს, ისი­ნი იხ­სე­ნე­ბენ იგი­ვე ად­გი­ლას მომ­ხდარ სხვა ინ­ცი­დენ­ტსაც. ეს შე­ე­ხე­ბა შარ­შან მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას, რო­დე­საც ჰურ­გა­და­ში, 1-ლ ივ­ლისს, ავ­სტრი­ის 68 წლის მო­ქა­ლა­ქეს ზვი­გე­ნი და­ეს­ხა და ხელ­სა და ფეხ­ზე უკბი­ნა. და­ზა­რა­ლე­ბულ­მა შეძ­ლო წყლი­დან გა­მოს­ვლა, მაგ­რამ ქალი ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს – ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შო­კის­გან გარ­და­იც­ვა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ეს არ იყო ზღვის მტა­ცებ­ლის ერ­თა­დერ­თი მსხვერ­პლი. 3 ივ­ლისს ცნო­ბი­ლი გახ­და კბე­ნით გარ­დაც­ვლი­ლი რუ­მი­ნე­თის 44 წლის მო­ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ, რომ­ლის ცხე­და­რი რიფ­ზე იპო­ვეს.

რა არის ზვი­გე­ნე­ბის ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის მი­ზე­ზი?

რა გახ­და ეგ­ვიპ­ტე­ში ზვი­გე­ნე­ბის ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის მი­ზე­ზი მა­შინ, როცა ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ თავს არი­დე­ბენ ზე­და­პი­რულ წყალს?

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მუ­სულ­მა­ნუ­რი დღე­სას­წუ­ლე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას ვაჭ­რებს ათი­ა­თა­სო­ბით შე­სა­წი­რი ცხვა­რი და ძრო­ხა წყლით გა­დაჰ­ყავთ. გზა­ში გარ­დაც­ვლილ ცხო­ვე­ლებს კი და­უ­ფიქ­რებ­ლად ყრი­ან წყალ­ში, რაც ზვი­გე­ნებს სა­ნა­პი­როს­კენ იზი­დავს.

მე­ო­რე ვერ­სი­ით, მოგ­ზა­უ­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად აჭ­მე­ვენ ზვი­გე­ნებს ხორცს, რათა ისი­ნი ნა­პი­რის­კენ მო­ი­ზი­დონ და შემ­დეგ ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღონ.

ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჰურ­გა­დას სა­ნა­პი­როს­თან ცურ­ვა და და­ი­ვინ­გი ორი დღით აკ­რძა­ლა. ამ­ჟა­მად აკ­რძალ­ვა უკვე მოხ­სნი­ლია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ტუ­რის­ტებს სი­ფხიზ­ლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

ambebi

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,091 ნახვა