უცხოური მედია

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს „საშიშ უაზრობად“ მიიჩნევს

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს უაზრობას და საშიშს უწოდებს. როგორც 11 ივნისს, პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, კიევი უარყოფს ყველანაირ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც ინდონეზიამ, ბრაზილიამ და აფრიკამ დააყენეს.

პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ მოსკოვთან შეუძლებელია ყველანაირი მოლაპარაკება . მისი თქმით, ეს უაზრობაა, საშიშია და მომაკვდინებელი- უკრაინისთვის, ევროპისთვის, საერთაშორისო სამართლისთვის“.

„ამისთვის საერთოდ არ არსებობს არანაირი ინდონეზიური, ბრაზილიური ან აფრიკული „საფუძველი“,-აღნიშნა მან.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ კრემლში ვერ ხედავენ საფუძველს უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის. მისივე თქმით, „ახლა არ არსებობს მოლაპარაკებების გასამართად არანაირი წინაპირობა“. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,047 ნახვა