პოლიტიკა

მეგი გოცირიძე: კარდაკარ ვივლი, 300-400 არ ვიცი , შესაძლოა, მეტი ადამიანის მობილიზებასაც შევძლებ და სახლში აღარ შევალთ გამარჯვებამდე

ცოტა ხანში, ასე სიცილ-კისკისში მოვა 2024 არჩევნები და ლუკაშენკოსავით, ავტომატით დაიწყებს თბილისის ქუჩებში სირბილს ღარიბაშვილი და “აკადემიკოს” კადიროვივით ყველა წინადადების ბოლოს დაამატებს დონ, დონ …. აგერ თქვენ და აგერ მე…,-წერს ნაცმოძრაობის წევრი, ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.

„საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, რუსია ხალხნო გავიგოთ, ირაკლი რუსი ! ვერც ივანიშვილს დააბრალებს ის მავალებდაო, პირდაპირ ლავროვის ექვემდებარება, რუსები სხედან მთავრობის ადმინისტრაციაში, პირდაპირ რუსი ინსტრუქტორები, არავინ აძალებს, ნებაყოფილობითი მოღალატეა, გააზრებული აქვს რას აკეთებს , რატომ და რა რაოდენობის მილიონების სანაცვლოდ ეხმარება რუსეთს ამ ომში… ბიძინაც ვერ მოხსნის თუ ლავროვის თანხმობა არ იქნება! აზრზე მოვიდეთ ცოტა და ფართო სურათში შევხედოთ რა ხდება ქვეყანაში… პრაქტიკულად , არ არსებობს ოპოზიციაში ლიდერი, ავტორიტეტული ლიდერი, ვისაც ხალხი გაჰყვება , მხოლოდ რამდენიმე ასეული ახალგაზრდის იმედად როგორ შეიძლება ვიყოთ, როცა ქვეყანაში ასიათასობით მარტო მიშას მხარდამჭერი ცხოვრობს, ვისთვისაც მთავარი ქვეყნის ხვალინდელი დღეა და საბრძოლველად არ გამოდის, რადგან არსად არ არის , არც ბრძოლის ველის კონკრეტული ლოკაცია და არც დამძახებელია ვინმე….საერთოდ არ მაინტერესებს ვინ დაიძახებს “ქუდზე კაცი ” -საქართველოს ერთგულების სახელითო, ვინც დაიძახებს ისეთი, ვისაც ვიცნობ და ვიცი უკან დამხევი არ არის , 300-400 არ ვიცი , შესაძლოა მეტი ადამიანის მობილიზებასაც შევძლებ, კარდაკარ ვივლი , ხალხს მოვუწოდებ საბოლოო , გადამწყვეტი ბრძოლაა საქართველოსთვისმეთქი და სახლში აღარ შევალთ გამარჯვებამდე…. მე რომ პოლიტიკოსი ვიყო, ავიღებდი საკუთარ თავზე, პოლიტიკოსების გარეშე გამორიცხულია ამ პროცესის დაწყება , რადგან დაწყებისთანავე სისხლში ჩაახშობენ იმ რამდენიმე ასეულ გულანთებულ პატრიოტ ახალგაზრდას, ვინც ვნახეთ ბრძოლაში ….

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,928 ნახვა