უცხოური მედია

რუსეთის ძალებმა გასულ ღამეს კიევსა და კრივი-რიჰზე საჰაერო იერიში განახორციელეს

რუსმა სამხედროებმა გვიან ღამით კიევს საკრუიზო რაკეტებით შეუტიეს. ივფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს მტრის ყველა სამიზნის განადგურება. ჯერ უცნობია, მოჰყვა თუ არა საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი.

აფეთქება მოხდა ქალაქ კრივი-რიჰიშიც, სადაც ოკუპანტების სამიზნე რამდენიმე ობიექტი გახდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 25 პირი და დაიღუპა სამი. ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. მაშველები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,994 ნახვა