პოლიტიკა

შშმ თემის პოლიტიკური მიზნებისთვის, პროვოკაციიისთვის, ან ლიდერის საამებლად გამოყენება არის ყველაზე ამორალური საქციელი, რაც ადამიანმა შეიძლება იკადროს

შეზღუდული შესაძლებლობის თემის პოლიტიკური მიზნებისთვის, პროვოკაციიისთვის, ან საკუთარი ლიდერის საამებლად გამოყენება არის ერთ-ერთი ყველაზე ამორალური და უღირსი საქციელი, რაც ადამიანმა შეიძლება იკადროს,- ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი დღეს, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ნაცმოძრაობის აქტივისტმა, რომელიც შშმ პირის მშობლის სტატუსით შევიდა დარბაზში, პოლიტიკური ბანერი გამოფინა.

„დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა, ამ დღეს ჩვენ არ ვულოცავთ ერთმანეთს, არამედ ვახდენთ ფოკუსირებას პრობლემურ საკითხებზე, რადგან შშმ პირთა უფლებებზე მუშაობა არის ჩვენი ყოველდღიური ვალდებულება. ამის ფონზე, რაც დღეს პლენალურ სესიაზე იკადრა ერთმა პირმა, რომელმაც შშმ ბავშვებთან და მოზარდებთან შეუთანხმებლად სცადა რადიკალიზაცია, რითაც არ გაუფრთხილდა მათ ინტერესებს და მიაყენა სტრესი, არის მხოლოდ ზიზღის უკიდურესი გამოვლენა. მაგრამ, კიდევ უფრო მძიმეა იმ ადამიანების ფაშისტური ფსიქოლოგია, ვისთან ერთადაც დაიგეგმა ეს პროვოკაცია და ვინც ტაშს უკრავდა დარბაზიდან. ეს კლასტერი ყველას, მათ შორის, შშმ ბავშვებს გამოიყენებენ ერთსაათიანი რადიკალური ნიუსებისთვის. მძიმე სურათები ვნახე, სადაც ბავშვები არიან შეწუხებული და პროვოკატორი მომღიმარი, მაგრამ მათ, ცხადია, არ გავაზიარებ.

დღეს გაეროში უნდა ვისაუბრო იმ დამსახურებაზე, რაც ქართველ შშმ პირებს აქვთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, იმ დაჭრილ 300 სამხედრო მოსამსახურეზე, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში იცავდა გლობალაურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას! იმ მიღწევებზე და გამოწვევებზე, რაც შშმ პირთა უფლებების განმტკიცებისთვის გვაქვს დღეს საქართველოში. გარდა ამისა, გვაქვს პროაქტიული დღის წესრიგი. ბოლო ერთი წელი ფუნდამენტური გადაწყვეტილებების და ცვლილებების წელი იყო და მნიშვნელოვანი სიახლეები კიდევ გვექნება მალე. ცხადია, მსგავს არაჯანსაღ ქმედებებს ერთადერთი შედეგი რაც ექნება, გამოააშკარავებს რადიკალების რეალურ სახეს და “ღირებულებებს”,-წერს რატი იონათამიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,007 ნახვა