Uncategorized

ვიკა ბუკია: ჩავწერ ხოლმე რაღაც ვიდეოს და იგივე შინაარსის სტატუსებს წერენ მანანებიც

ტვ-პირველის ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„იმ ქალის (ხახვებს რომ ესვრის ადამიანებს ფანჯრიდან) შვილი ამერიკაში სწავლობს. მანანას ამბავია.

მუქარის და ლანძღვის წერილები უკბილო შუტკების გამო არ მომდის:) ზოგი დაკვლას მიპირებს მთლად. ეს ზღვარგადასული ბრაზიც ნიშნავს იმას, რომ ეს მანანა-ხალხი არსებობს, ამ ბოტოქსით გასიებულ ქალში საკუთარ თავს ხედავენ და ღიზიანდებიან. მანანა გამოგონილი და არარეალური პერსონაჟი არაა. და არც მე ვარ წინასწარმეტყველი. ჩავწერ ხოლმე რაღაც ვიდეოს და იგივე შინაარსის სტატუსებს წერენ მანანებიც.

ზოგს პიტერში ფრენების გამო უხარია აზიმუტი.

ზოგი ნობელს ითხოვს მშვიდობიმყოფელი ირაკლისთვის.

ზოგი წყალს ასხამს ოპოზიციას ფანჯრიდან.

ზოგის ვნუჩკა “გარყვნილ ამერიკაში” აპირებს სწავლას.

ზოგი სანქცირებული მოსამართლის ცოლს უწერს: “ლალიკო, ცელუი, გამაგრდი”

ზოგი ბულინგს ეძახის მდინარაძეს რომ რუსს ვეძახით.

ჭაობი.

ყველაზე ცუდი ხალხი.“,-წერს ჟურნალისტი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,923 ნახვა