სამართალი

„ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ“ – რას ამბობს ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებზე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოცემა Українська правда-სთან ინტერვიუს დროს, კითხვა დაუსვეს “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე და მის შეწყალებაზე. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას და იმოქმედებს, როცა გადაწყვეტს შეიწყალოს თუ არა ნიკა გვარამია.

მისი თქმით, შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს.

“ამაზე ვისაუბრე ევროპარლამენტში – პრეზიდენტი ზეწოლის ქვეშ ვერ შეიწყალებს, რადგან მაშინ მასზე შეიძლება ზეწოლა მოხდეს შიგნიდან. დღეის მდგომარეობით, ვფიქრობ, 3 000 პატიმარი გვყავს. ზეწოლა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერმა ოჯახმა, მეგობრებმა ან გავლენის ჯგუფმა.

ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ჩემზეა. ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ მის შესაბამისად. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, გავაკეთო ეს [შევიწყალო] თუ არა.

მაგრამ რაც ნაკლებია გარე ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალება. ხელისუფლებაზე ზეწოლა, პასუხის მოთხოვნა სხვა საკითხია. მაგრამ დისკრეციული შეწყალების უფლებამოსილება – ნებისმიერი ქვეყნისთვის, მცირე თუ დიდი, განურჩევლად კამპანიის მასშტაბისა – არ შეიძლება დაექვემდებაროს ზეწოლას”, – ამბობს ზურაბიშვილი.ზურაბიშვილმა თქვა, რომ თავად გახდა ნიკა გვარამიას არაგონივრული სიტყვების სამიზნე და რომ ის წარსულში იყო პროკურორი. პრეზიდენტი ამბობს, რომ სჯერა, გამოხატვის თავისუფლება არის ალბათ ერთადერთი უფლება, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,018 ნახვა