უცხოური მედია

რუსეთში მექსიკის ელჩი: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი ჩიხშია შესული

მექსიკა მზადაა, შუამავლის როლი შეასრულოს რუსეთს და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში,-ამის შესახებ რუსეთში მექსიკის ელჩმა ედუარდო ვილეგას მეხიასმა განაცხადა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი ჩიხშია შესული და სწორედ ამიტომ, მხარეები უნდა დაფიქრდნენ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ელჩის თქმით, მოლაპარაკებები 80%-იანი გარანტიაა იმისა, რომ საომარი მოქმედებები დასრულდება.

„უდიდესი პრობლემაა ადამიანებს შორის დიალოგის დაწყება. ჩვენ მექსიკიდან ვხედავთ გამოსავალს იმაში, რომ პირველ რიგში, დიდი პატივისცემით მებრძოლების მიმართ, უნდა ვაღიაროთ, რომ მდგომარეობა, რომელშიც ისინი იმყოფებიან, მთლიანად ჩიხშია შესული. “,-განაცხადა მან. 

მექსიკის ელჩის თქმით, მექსიკის პრეზიდენტი ლოპეს მაუელ ობრადორი მზადაა შუამავლობა შეასრულოს მხარეებს შორის და მიაჩნია, რომ ისეთი ფიგურები, როგორიცაა რომის პაპი ან ინდოეთის პრეზიდენტი, შეძლებენ დაეხმარონ ორივე მხარეს.

მისივე თქმით, კონფლიქტის ზონაში შეიარაღების გაგზავნა და სანქციები, მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,889 ნახვა