პოლიტიკა

გიგლა ბარამიძე მიხეილ სააკაშვილზე: ხელისუფლებავ, აუსრულეთ გულისნადები, დააბრუნეთ მყისიერად, ოღონდ ციხეში, იქ არის მისი საბუდარი

რასა, რასაა რომ უბნობ? ანუ ღრმადპატივცემულ რასას ( იუკნავიჩიენე) ბერწი ზმანებანი და სააკაშვილის მორიგი ნატვრა- ცუნდრუკი – ” დამაბრუნეთ ქართულ პოლიტიკაშიო..”,- პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართული პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

„ხელისუფლებავ, აბა ქალბატონი რასასი რა გითხრათ, თავადაც რომ ვერ გარკვეულა თავის აშლილ ვნებებში ( პოლიტიკურში რა თქმა უნდა!), მაგრამ აი, რაც შეეხება მიხეილს, დარბაისლურად გთხოვთ, ნუ მოაღორებთ, ნუ ჰკრავთ ხელს, აუსრულეთ გულისნადები, დააბრუნეთ, დააბრუნეთ , მყისიერად და ნარნარად, უსათუოდ დააბრუნეთ, ოღონდ ციხეში, იქ ” ერთ ადგილას” არის მისი საბუდარი… ნუ დაჩაგრავთ, შეუსრულეთ…“,-წერს გიგლა ბარამიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,923 ნახვა