პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის აქტიურ ჩართვას, მთავარია, ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილი გამოეხმაურა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად აპირებს ჩართვას.

როგორც ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ლომის წვლილს შეიტანს „ბიძინა ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში“.

„პუტინისტური რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, ჯერ კიდევ 2003 წელს მან შეძლო და რუსულ ორბიტას მთლიანად მოწყვიტა საქართველო და წავედით წინ დიდი ნაბიჯებით ევროპისკენ, დასავლეთისკენ. ამის შემდეგ იყო უკრაინაში იანუკოვიჩის წინააღმდეგ ბრძოლა, პოროშენკოს წინააღმდეგ ბრძოლა და გამარჯვება.

დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი სააკაშვილი ლომის წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის და რუსი ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს და დაეხმაროს ამ რეჟიმის დამარცხებაში. კითხვაზე, შეიძლება თუ არა მიხეილ სააკაშვილი იყოს „ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ხაბეიშვილი პასუხობს, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ არის სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია და მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება.“,-აცხადებს ხაბეიშვილი.

„თუ რა ფორმით ჩაერთვება პრეზიდენტი სააკაშვილი ამ აქტივობაში ეს არის მისი გადასაწყვეტი. მისი ჯანმრთელობის შესაძლებლობა რა შესაძლებლობას მისცემს, იმის მიხედვით. „ნაციონალური მოძრაობა“ არის პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია და ცხადია, მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეო იქნება და თავად განსაზღვროს მისი როლი, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ყველა კარგად ხვდება, რომ სააკაშვილის გარეშე, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,889 ნახვა