პოლიტიკა

ტიტე აროშიძე: თორნიკე რიჟვაძემ ლაჩარი უწოდა იმდროინდელ მხედართმთავარს, რომელიც მიწაზე ფორთხავდა -„ნაცმოძრაობის“ მცდელობა, თითქოს ლაჩარი უწოდა მებრძოლებს, სრული სიცრუე და პროვოკაციაა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მისამართით „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ.

,,ნაციონალური მოძრაობის მცდელობა უკუღმა წარმოაჩინოს მოვლენები, ყველანაირ ასპექტში უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. ის, რაც გუშინ ბატონმა თავმჯდომარემ ბრძანა, ლაჩარი მხედართმთავრის მიერ ომის წაგებასთან დაკავშირებით, ეს არის ახალი, ეს იცის ყველამ, რომ ეს იყო ლაჩარი პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მიწაზე ფორთხვით ემალებოდა რუსულ თვითმფრინავებს. აქ საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილზე და იმდროინდელ გუნდზე, ეს იყო კეზერაშვილი, ეს იყო უგულავა, ეს იყო მერაბიშვილი, რომლებიც თავისი სიმხდალით ცდილობდნენ გაემართლებინათ შემდგომ ის სიტუაცია, რომელ სიტუაციაშიც აღმოჩნდა მთლიანად საქართველო.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ იმ გმირებს და თითოეული ქართველის გულში მათ ღირსეული ადგილი უჭირავთ. და ჩვენ ვამაყობთ ამ ისტორიით, იმ ისტორიით, რომელიც ჩვენ გვაჩვენა იმ გმირმა ბიჭებმა არა მხოლოდ 2008 წელს. ეს არის ჩვენი ისტორია და ეს არის საამაყო ფურცელი, რომელიც დაიწერება საქართველოს ისტორიაში და თითოეული ქართველის გულში. ამიტომ, მცდელობა იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ წარმოაჩინოს, თითქოს მთავრობის თავმჯდომარემ სიმხდალე უწოდა და ლაჩარი უწოდა იმ ადამიანებს, ვინც იბრძოდა, ეს არის სრული სიცრუე, სიყალბე. ნაცმოძრაობა ცდილობს კიდევ ერთ ბინძური პიარ-კამპანიის წამოწევას. ბატონებო, მინდა გითხრათ, რომ არ გამოგივათ არც ეს. ყველაფერი გაიგო ჩვენმა მოსახლეობამ, ყველაფერი გაიგო ისე, როგორც საჭიროა. მცდელობა ნაციონალური მოძრაობისგან კრახით დასრულდა“ – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,881 ნახვა