უცხოური მედია

ბრაიან კემპი: ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ კვლავ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო

აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ბრაიან კემპის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ კვლავ აჩვენა, რომ საქართველოსა და ჯორჯიის შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო.

„დღეს მე და მარტის გვქონდა პატივი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გვესაუბრა თავისუფლების, უწყვეტი პარტნიორობისა და ჩვენს მიერ ნაკისრი საერთო ვალდებულებების შესახებ.

მისი გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ კვლავ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო”, – წერს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,896 ნახვა