საზოგადოება

გვემუქრებოდნენ, ხელებს დაგატეხავთ, თმას გადაგპარსავთ და საყურეს ჩამოგახევთო

აქტივისტი, რომელმაც დღეს რამდენიმე ადამიანთან ერთად თსუ-ში ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა სცადა, ტვ-პირველთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას და მის მეგობრებს 10-მდე ადამიანი ხელების მოტეხვით, თმის გადაპარსვით და საყურის ჩამოხევით ემუქრებოდა.

„მოდის 8 ადამიანი, გვეუბნებიან, რომ თუ გაინძრევით, ხელებს დაგატეხავთ, თმას გადაგპარსავთ, ჩემს მეგობარს ეუბნებოდნენ, რომ საყურეს ჩამოგახევთო, გვაგინებენ არანორმალურად, ყველანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფა… ამ დროს მოდის დაცვა და აპირებს, რომ ჩვენ გაგვარიდოს, რადგან თურმე ჩვენ ვიწვევთ ხალხის გაღიზიანებას. გაგვარიდეს, გავდივართ დერეფანში, ისევ მოდიან, გვაგინებენ, აქეთ-იქეთ… და რომ გამოვდიოდით, ზურგიდან დაგვარტყეს“,-აცხადებს აქტივისტი. 

ცნობისთვის, თსუ-ში, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობისას, აქტივისტები ადგილზე მყოფმა სტუდენტებმა კიბიდან დააგორეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების დროს დაშავდა აქტივისტი ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,924 ნახვა