პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი ბორჯომში დაპირისპირებაზე – აქ არის აღელვებული საზოგადოება, ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებსაც არ სურთ, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე დამღუპველი, ლიბერალური, უკუღმართი იდეოლოგიით ახალგაზრდებს წამლავდეს

საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ბორჯომში იმ სასტუმროსთან იმყოფებოდა, სადაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები სემინარის გამართვას გეგმავდნენ, ადგილზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

შაქარიშვილის თქმით, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ მიერ სემინარის ჩატარება ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა, რისი მიზეზიც, მისი განმარტებით ის ფაქტია, რომ ზურაბ ჯაფარიძე ახალგაზრდებს დამღუპველი, ლიბერალური იდეოლოგიით წამლავს.

„აქ არის აღელვებული საზოგადოება, ადგილობრივი მოსახლეობა, ბორჯომელები, წაღვერელები, ადგილობრივები, რომლებსაც არ სურთ, რომ ამ ქვეყანაში ახალგაზრდდებს წამლავდეს ზურა გირჩი ჯაფარიძე დამღუპველი, ლიბერალური, უკუღმართი იდეოლოგიით.“ – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,904 ნახვა