საზოგადოება

იაგო ხვიჩია: ეს არის „ვივამედის“ სასწაული, სააკაშვილი, რომელიც 60 კილო იყო და გვეუბნებოდნენ, დღე-დღეზე კვდებაო, კლინიკამ მოაბრუნა არა მხოლოდ სააქაოს, არამედ პირდაპირ ქართულ პოლიტიკაში

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს არის „ვივამედის“ სასწაული.

„ჩემი აზრით, ეს არის „ვივამედის“ სასწაული. ადამიანი [სააკაშვილი}, რომელიც 60 კილო იყო და გვეუბნებოდნენ, რომ დღე-დღეზე კვდება, კლინიკამ მოაბრუნა არა მხოლოდ სააქაოს, არამედ პირდაპირ ქართულ პოლიტიკაში. მგონია, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მხიარულები. ეს მოსალოდნელი იყო ისედაც, ჩვენ დიდი ხანია ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, მიგვაჩნდა, რომ არც არსად წასულა. შემდეგ კონსულტაციებზეც უნდა დაგვიჯეროს და საერთოდ ციხეში უნდა გადავიდეს და იქიდან უხელმძღვანელოს პოლიტიკურ პროცესებს „ნაცმოძრაობაში“. „ნაცმოძრაობამ“ უნდა მოითხოვოს თავისუფალი დაშვება მიხეილ სააკაშვილთან და გააუქმებინონ შალვა პაპიაშვილის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებს მასთან არ უშვებენ. მიხეილ სააკაშვილმა მეტი დამაჯერებლობისთვის საავადმყოფოს ნაცვლად ციხის პალატიდან უნდა უხელმძღვანელოს მთელ ამ პროცესებს. ლიდერი იმ პარტიის, რომელსაც გამარჯვება უნდა, უნდა იყოს ციხეში და ჯანმრთელობას და მხნეობას უნდა ასხივებდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. მის ჯანმრთელობას არანაირი პრობლემა აღარ შეექმნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,891 ნახვა